Thursday, November 12, 2009

ჩვენს გვერდით ცხოვრობს...



პროექტის სახელი: „ჩვენს გვერდით ცხოვრობს“. . .

პროექტის მიზანი: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს პოეტსა და მსახიობ ნოდარ მდინარიძეზე.

პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას გორის ეატრის მსახიობ ნოდარ მდინარიძეზე, რომელიც ამავდროულად პოეტია. ბავშვებს უჩნდებათ სურვილი, გაეცნონ ნოდარ მდინარიძის შემოქმედებას და იწყებენ იმაზე ფიქრს, როგორ მოახერხონ ამ სურვილის განხორციელება. გადაწყვეტენ მოიძიონ ინფორმაცია პოეტის შესახებ, გამოჰკითხონ ნაცნობებს, შეხვდნენ თვითონ პოეტს და აიღონ მისგან ინტერვიუ. გაეცნონ მის შემოქმედებას, დაესწრონ სპექტაკლებს მისი მონაწილეობით. ამის შემდეგ მოიფიქრებენ ღონისძიების სცენარს, გამოიყენებენ შეგროვილ მასალას და დანიშნავენ ჩატარების თარიღს.

ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრებიან მშობლები, მასწავლებლები და სხვა კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ ნოდარ მდინარიძის ბიოგრაფიას, წაიკითხავენ მის ლექსებს და პროექტორის საშუალებით აჩვენებენ სურათებს სპექტაკლებიდან, რომლებშიც მონაწილეიბს ნოდარ მდინარიძე.

ღონისძიების ბოლოს გადაიღებენ სამახსოვრო სურათებს ფოტოალბომისათვის და პოეტს გადასცემენ სამახსოვრო საჩუქარს.

მონაწილეთა ასაკი: 12–13 წლის მოსწავლეები. მე–7 კლასი.

ვადების ხანგრძლივობა: ორი თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეების მიერ მასალების მოძიება და განხილვა მასწავლებელთან ერთად, ღონისძიების დაგეგმვა, ლექსების შერჩევა და მუშაობა პოეზიის საღამოს ჩასატარებლად.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას, გააკეთებენ პოეტის ვებ– გვერდს და განათავსებენ მოძიებულ მასალას. დაესწრებიან სპექტაკლებს და პოეზიით სავსე ლამაზ წუთებს აჩუქებენ საკუთარ თავს და დამსწრე საზოგადოებას. პოეტს თავიანთი მადლიერებით გაუმშვენიერებენ ცხოვრებას.

სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან ლამაზი სულის მქონე მამულიშვილს, რომელიც მათ გვერდით ცხოვრობს.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურა, ხელოვნება, ფოტოხელოვნება, ისტ–ის გამოყენება.

პროექტის ფასილიტატორი: დარეჯან გოგოძე.

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: d.gogodze@gmail.com

ჩემი პორტფოლიო
ნიკოლოზ ბარათაშვილი "ბედი ქართლისა"